ქართველი ძიუდოისტები ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ
Aa
Aa

ქართველი ძიუდოისტები ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

უნგრეთში ბუდაპეშტის გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე მიმიდინარებს, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ორი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.

60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთის ბრძოლაში ესპანელ ფრანჩისკო გარიგოსს შეხვდება , ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე იქნება.

დღესვე 66 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე ნაგლიაშვილი უკრაინელ ბოგდან იადოვთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათიდან განახლდება.

ცხელი ამბები