სერბეთი ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

სერბეთი ევროპის ჩემპიონია

სერბეთის წყალბურთელთა ნაკრები კონტინეტის ჩემპიონია.

ბარსელონაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუფატორებმა ფინალურ შეხვედრაში მასპინძელი ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს.

დაძაბული შეხვედრა ფრედ 7:7 დასრულდა . დამატებით დროში კი სერბებმა უკეთ იასპარეზეს და მეტოქე ანგარიშიტ 12:10 დაამარცხეს და პრესტიჟულ ტიტულს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ ზედიზედ ოთხი ჩემპიონობა საუკეთესო შედეგი არ არის, რადგან უნგრეთის ნაკრებს ეს ზედიზედ ხუთჯერ აქვს გაკეთებული 1926, 1927, 1931, 1934 და 1938 წლებში.

ევრო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა მე-13 ადგილი დაიკავა. ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირზე ორი შეხვედრა მოიგეს. რევაზ ჩომახიძეს გაწვრთნილმა სპორტსმენებმა თურქეთი 15:10 დაამარცხეს , ხოლო სლოვაკეთის ნაკრებს 8:6 აჯობეს.

ცხელი ამბები