ოლიმპიური ჩემპიონი სიკვდილს გადაურჩა
Aa
Aa

ოლიმპიური ჩემპიონი სიკვდილს გადაურჩა

ყოფილ ოლიმპიურ ჩემპიონს დარენ კემპბელს, ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო რეანიმაცია დასჭირდა და როგორც თავად აცხადებს სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით 44 წლის სპორტსმენი საავადმყოფოში რამდენიმე შეტევის შემდეგ გადაიყვანეს. დარენი სამი შვილის მამაა და 200 მეტრზე 2000 წელს ვერცხლის და 2004 წელს 4x100 მეტრში სირბილის პრიზიორია. კარიერის დასრულების შემდეგ მას შეტევები ხშირად აწუხებდა და უკანასკნელი მათგანი თითქმის ფატალური აღმოჩნდა.

„BBC“-სთან საუბრისას დარენმა განაცხადა: „კინაღამ მოვკვდი. სიკვდილთან ისე ახლოს ვიყავი, რომ ღმერთს გადარჩენისთვის მადლობა აუცილებლად უნდა გადავუხადო“.

„სიტუაციის სირთულე მაშინ გავაანალიზე, როდესაც შვილების თვალებში შიში ამოვიკითხე. როდესაც დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეგიძლია ყველაფერი ორმაგად რთულდება. თუმცა ბედნიერი ვარ რომ სიკვდილს გადავურჩი“.

თუ სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად წავიდა დარენს ოთხშაბათს გამოწერენ

„ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი ფიზიკური მონაცემების გარეშე ახლა მკვდარი ვიქნებოდი. საბედნიეროდ ბრძოლისთვის მზად აღმოვჩნდი და ექიმებთან ერთად სიცოცხლის გასაგრძელებლად ჩემი სხეულიც იბრძოდა“.

„ზაფხულში მუშაობას არ ვაპირებ. მსურს დავისვენო და ცხოვრების თითოეული წამით ვისიამოვნო“.

ცხელი ამბები