ამხანაგურ შეხვედრაში
Aa
Aa

ამხანაგურ შეხვედრაში "მილანმა" "ბაიერნი" გაანადგურა

წინასასეზონო ამხანაგურ შეხვედრაში, "მილანმა" მოულოდნელად მიუნხენის "ბაიერნი" გაანადგურა.

როგორც ჩანს, "როსონერის" ტრანსფერები ამართლებს. ვინჩენცო მონტელას გუნდმა "რეკორდმაისტერს" 4-0 მოუგო.

შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე გუნდის ახალწვეულმა კესიემ გახსნა. 25-ე და 43-ე წუთებზე "მილანის" ახალგაზრდა ფორვარდმა კუტრონემ დუბლი გაიფორმა და ტაიმი 3-0 დასრულდა.

მეორე ნახევარში ბევრი არაფერი შეცვლილა. 85-ე წუთზე, იტალიელთა მორიგმა დებიუტანტმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ შეხვედრას წერტილი დაუსვა - 4-0.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

ბაიერნი: ფრიუხტლი, რაფინია, მარტინესი, ჰუმელსი (სანჩესი 46), ბერნატი (ფრიდლი 31), ალაბა, ტოლისო, რიბერი (ხამესი 46), მიულერი, კომანი, ლევანდოვსკი.

მილანი: დ. დონარუმა (ა. დონარუმა 79), აბატე (კონტი 46), ზაპატა (ბონუჩი 63), მუსაჩო (პალეტა 79), რიკარდო როდრიგესი (ანტონელი 63), მონტოლივო (ბილია 46), კესიე (სოსა 79), ბონავენტურა (მაური 79), ბორინი (ჩალჰანოღლუ 63), კუტრონე (სილვა 46), ნიანგი (გომესი 79).

ცხელი ამბები