ორი დღე
Aa
Aa

ორი დღე "ნაგოია ბაშომდე" - ტოჩინოშინის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია!

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე მორიგი ბაშოსთვის ემზადება, რომელიც სტარტს 8 ივლისს აიღებს და 22-ში დასრულდება. ტოჩინოშინმა წინა ბაშოს წარმატებით დასრულების შემდეგ ოძეკის წოდება მიიღო და ახალ რანგით ეს მისი პირველი ტურნირი იქნება. ლევანმა „ნაცუ ბაშო“ 13 მოგებითა და 2 წაგებით დაასრულა და კარიერაში პირველად ლეგენდარული მონღოლის, ჰაკუჰოს დამარცხება შეძლო.

„ნაგოია ბაშოზე“ ტოჩინოშინის პირველი მეტოქე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა იკიოი იქნება, ამ უკანასკნელს ლევანთან 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ 4-ჯერ მოახერხა. იკიოი სიმაღლეში 194 სანტიმეტრია და 168 კილოგრამს იწონის. მაკუუჩის დივიზიონში მას 261 მოგება და 279 მარცხი აქვს.

მეორე ტურში ქართველ სეკიტორს ჩიონოკუნის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ეს უკანასკნელი დასავლეთის მეორე მაეგაშირაა და გორგაძესთან 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთში მოახერხა. ჩიონოკუნი სიმაღლეში 183 სანტიმეტრია და 145 კილოგრამს იწონის. მას მაკუუჩის დივიზიონში 124 მოგება და 134 მარცხი აქვს.

ტოჩინოშინმა წოდებასთან ერთად მავაშიც შეიცვალა და "ნაგოია ბაშოზე" მუქი იისფერი მავაშით წარსდგება.

ცხელი ამბები