Aa
Aa

ბაგრატ გაგნიძე მსოფლიო ჩემპიონია! ქართველი ფალავანის საოცარი გამარჯვება!

ზაგრებში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე 71 კგ. კატეგორიაში ბაგრატ გაგნიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა ფინალში იაპონელი სინოსუკე სუვამუს ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში სძლია.

ქართველი ფალავანი ფინალის მიმდინარეობისას 1-5-სა და 3-7-ს აგებდა. ბაგრატ გაგნიძემ მართლაც, რომ სასწაული მოახდინა და ქართული მებრძოლი სული კიდევ ერთხელ გამოავლინა. მან, ბოლო წამებზე 4 ქულიანი გდებით ოქროს მედალი მოიპოვა.

გაგნიძე ევროპის ჩემპიონობის შემდეგ, ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსსაც ფლობს!

აქვე გეტყვით, რომ წინა დღით 48 კგ. კატეგორიაში გიორგი გეგელაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.

ცხელი ამბები