რუსთავი - გაგრა 3:0
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურში რუსთავმა შინ გაგრას 3:0 მოუგო. გოლები ჟანის, კესისა და დავიდ ოლივეირას ანგარიშზეა. რუსთავი 41 ქულით პირველზეა, გია ცეცაძის გუნდი უშუალო კონკურენტებს - დინამო თბილისს, იბერიასა და დინამო ბათუმს 7 ქულით უსწრებს. რუსთავმა და დინამო ბათუმმა 22-22 მატჩი ჩაატარეს, დინამო თბილისმა - 21, იბერიამ - 20.