იტვირთება...

გაგუას საგოლე პასი | მე-7 საგოლე მოქმედება მე-8 მატჩში

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში დუნაისკა სტრედა შინ პოდბრეზოვას 4:0-ს ამარცხებს. 58-ე წუთზე გიორგი გაგუას საგოლე პასით ტრუსამ დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახდა. ქართველმა ათიანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით მე-8 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 7 საგოლე მოქმედებაა (2 გოლი და 5 საგოლე პასი).