იტვირთება...

არაბიძის ბრწყინვალე გოლი | ტორპედო დილასთან მარცხისგან იხსნა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურში გორის დილასა და ქუთაისის ტორპედოს შეხვედრა 2:2 დასრულდა. ანგარიში 24-ე წუთზე მამინ სანიანგის პასით მოჰამედ კანტემ ანგარიში გახსნა, 77-ე წუთზე შოთა შეყილაძის პასს ბადრი გოგობერიშვილის გოლი მოჰყვა. პირველ დამატებულ წუთზე გიორგი არაბიძის შესანიშნავ ჩაწოდებას კომნენ ანდრიჩის გოლი მოჰყვა, მე-6 დამატებულ წუთზე არაბიძემ ჩვეულ სტილში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ტორპედო მარცხისგან იხსნა - 2:2.