იორდანია - ალჟირი 1:2
მსოფლიო ჩემპიონატზე J ჯგუფის მეორე ტურში ალჟირის ნაკრებმა იორდანია დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. იმის მიუხედავად, რომ 36-ე წუთიდან იორდანიელები 1:0 იგებდნენ, მეორე ნახევარში აფრიკელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ალჟირმა ანგარიში 69-ე წუთზე, ბენბუალის გოლით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 82-ე წუთზე ამინე გუირიმ გაიტანა.