იტვირთება...

არგენტინა - ავსტრია 2:0

მსოფლიო ჩემპონატზე მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. არგენტინის ნაკრები არლინგტონში ავსტრიას დაუპირისპირდა და ლეო მესის დუბლით 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრის მთავარი მოლოდინი „ლა პულგას“ სავარაუდო რეკორდი იყო, რომელიც მატჩამდე მიროსლავ კლოზეს ეკუთვნოდა, თუმცა ლეომ დუბლი შეასრულა და 18 გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.