სრული ქაოსი - რეინჯერსის ფანები სელტიკის ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შოტლანდიის თასის მეოთხედფინალში, გლაზგოურ დერბიში რეინჯერსმა საკუთარ მოედანზე სელტიკს უმასპინძლა და პენალტების სერიაში, 2:4 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი პენალტების სერია გახდა საჭირო, რომელშიც უფრო ძლიერი სელტიკი აღმოჩნდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, როდესაც სელტიკის ფეხბურთელები გამარჯვებას გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავდნენ, რეინჯერსის ფანების გაღიზიანება გამოიწვია და საბოლოოდ, ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. სიტუაცია საბოლოოდ, პოლიციისა და სტიუარდების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.