იტვირთება...

ტუნისი - ნიდერლანდები 1:3

მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში პირველი ადგილი ნიდერლანდებმა დაიკავა. რონალდ კუმანის გუნდი მესამე ტურში ტუნისს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 გაიმარჯვა. „ნარინჯისფრების“ მხრიდან გოლები იან პაულ ვან ჰეკემ და ბრაინ ბრობიმ გაიტანეს, ერთი ბურთი კი ტუნისელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს. აფრიკელთა მხრიდან ჰაზემ მასტური გამოირჩა.