ტოკიოს გრანდ-სლემი: სულამანიძის ულამაზესი გდება რუსი კანიკოვსკის წინააღმდეგ
ტოკიოს გრანდ-სლემის ნახევარფინალში ილია სულამანიძემ, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი რუსი მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა და ფინალში გავიდა. სულამანიძე ფინალში გამარჯვების შემთხვევაში იქნება მე-3 ძიუდოისტი ვისაც, დამოუკედებელი საქართველოს ისტორიაში ტოკიოს გრან სლემი მოგებული აქვს. ჭრიკიშვილისა და ღვინიაშვილის შემდეგ.