რუსი ბილალოვი იპონით დაამარცხა - სულამანიძე 1/2-ფინალშია!
ილია სულამანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ბრძოლაც მოიგო. ამჯერად მისი მეტოქე რუსი ნიაზ ბილალოვი იყო. ილიამ თბილისში განცდილი მარცხისთვის რევანში აუღო - ბილალოვი იპონით დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა.