მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა (ბრძოლის გამორჩეული მომენტები)
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ჩხუბში პიოტრ იანთან ამჯერადაც დამარცხდა. პირველ რაუნდში მერაბს აშკარა უპირატესობა ჰქონდა და იანის ორჯერ გადაყვანაც შეძლო. მეორე რაუნდი ასევე დვალიშვილის უპირატესობით წარიმართა, მესამე რაუნდში კი იანმა მოუმატა და მერაბს რამდენიმე მძიმე დარტყმაც მიაყენა. მეოთხე რაუნდში დვალიშვილის მხრიდან თეიქდაუნის წარუმატებელმა მცდელობებმა იმატა, იანი კი დგომში აგრძელებდა საკუთარი გეგმის მიხედვით მოქმედებას. სცენარი არც მეხუთე რაუნდში შეცვლილა და იანმა ქამარი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაიცვა (48-47, 48-47, 48-47).