მეორე გოლი სეზონში - გიორბელიძემ მალათიას გაუტანა
თურქეთის რანგით მეორე ლიგის 23-ე ტურში მალათია შინ ერზურუმთან 0:7 განადგურდა. ანგარიში პირველ წუთზე გურამ გიორბელიძემ თავური დარტყმით გახსნა. ამ სეზონში მარჯვენა მცველმა 18 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.