ლივერპული - ვილიარეალი 4:3
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში „ლივერპულმა' „ენფილდზე' „ვილიარეალი' 4:3 დაამარცხა. ესპანურმა კლუბმა სწრაფი გოლი გაიტანა, მე-4 წუთზე ვან დეიკის შეცდომით გიორგი მიქაუტაძემ ისარგებლა და მისი გუნდი დააწინაურა - 0:1. 29-ე წუთზე ნათან სალიბას საგოლე პასით სერხი კარდონამ გაიტანა, „ვილიარეალის' უპირატესობა ორბურთიანი გახდა - 0:2. 36-ე წუთზე ციმიკასის საგოლე პასით მაკ ალისტერმა სხვაობა შეამცირა - 1:2. პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე რონალდ არაუხომ წონასწორობა აღადგინა - 2:2. 65-ე წუთზე მაკ ალისტერმა „ლივერპული' წინ გაიყვანა, 68-ე წუთზე ფლორიან ვირცმა შეაგდო - 4:2. 87-ე წუთზე ტანიტოლუვა ოლუვასეიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:3.