იტვირთება...

პსჟ - ბარსელონა 4:2

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა პსჟ „პარკ დე პრენსზე' ჰანსი ფლიკის „ბარსელონას' 4:2 მოუგო. პარიზული კლუბი 38-ე წუთზე დეზირე დუემ დააწინაურა, 55-ე წუთზე ხავი ესპარტმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 72-ე წუთზე ლუკას ერნანდესმა პსჟ დააწინაურა, 79-ე წუთზე ლამინ იამალმა ბრწყინვალე დარტყმით წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში ლუის ენრიკეს გუნდმა ორი გოლი გაიტანა, 81-ე წუთზე ვიტინიამ შეგდო, 86-ე წუთზე - ფაბიან რუიზმა.