პენალტი მოიპოვა და გაიტანა - მიქაუტაძის სადებიუტო გოლი ლიონში
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა „ოსერის“ წინააღმდეგ, პირველი ტაიმის მიწურულს პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა და „ლიონი“ დააწინაურა.