სენსაცია სერია A-ში - პარმამ მილანს 2:1 მოუგო 24 აგვისტო 2024 | 23:58 სერია A-ს მეორე ტურში პარმამ შინ მილანს 2:1 მოუგო. ანგარიში მასპინძლებმა დენის მანის გოლით გახსნეს, პულიშიჩმა წონასწორობა აღადგინა, მატეო კანჩელერიმ გამარჯვების გოლი შეაგდო.