ეგოიანის საგოლე პასი ნაიმეგენთან | ქართველი ბრწყინვალე ფორმაშია
ნიდერლანდების ჩემპიონატში მე-3 ტურის გადადებული მატჩი იმართება. ნაიმეგენი ექსელსიორს 1:0-ს ამარცხებდა, თუმცა ტაიმის მიწურულს ირაკლი ეგოიანის საგოლე პასით დავიდ გარდენმა ანგარიში გაათანაბრა. ქართველმა ფეხბურთელმა ერედივიზიეს მე-5 მატჩში მე-6 საგოლე მოქმედება შეასრულა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე პასია. პასების რაოდენობით ჩემპიონატში საუკეთესოა.