კახაბრიშვილს ნდობა გამოუცხადეს- ქართველი პროფესორი კომისიის ხელმძღვანელი გახდა
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი დასამახსოვრებელი მხოლოდ ქართველი სამბისტებისთვის არ იყო. ტურნირზე იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი, რომელსაც საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტი ჩააბარეს და დელეგატებმა ნდობა ერთხმად გამოუცხადეს.
საქმე იმაშია, რომ პლანეტის პირველობის პარალელურად, ყირგიზეთში სამბოს მსოფლიო ფედერაციის საარჩევნო კონგრესი ჩატარდა, სადაც აღმასრულებელი კომიტეტის გარდა, ორგანიზაციის სხვადასხვა კომისიების ხელმძღვანელები აირჩიეს. კახაბრიშვილს კი დელეგატებმა სამედიცინო და ანტიდოპინგური კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობა ანდეს, სადაც ისეთი ქვეყნის წარმომადგენლები შედიან, როგორებიც ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, მაროკო, ბრაზილია და კოლუმბია არიან.
ცნობისათვის, ზურაბ კახაბრიშვილმა 2025 წლის ივლისში მსოფლიოს თამაშებზე საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლის რანგში იმუშავა.