Aa
Aa

"ვოლფსბურგი" ლაბადიას ჩააბარეს

გერმანული „ვოლფსბურგის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარტინ შმიტდი გაათავისუფლეს.

შმიდტმა „მგლები“ გასული წლის სექტემბერში ჩაიბარა და ბუნდესლიგაში საკმაოდ უცნაური სტატისტიკა ჰქონდა.

გუნდმა გერმანიის ჩემპიონატში მისი ხელმძღვანელობით 19 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 3 მოიგო, 5 წააგო და 11 ფრედ დაასრულა.

„ვოლფების“ ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბს 2019 წლის ბოლომდე ბრუნო ლაბადია უთავკაცებს.

52 წლის ლაბადიას სხვადასხვა დროს „დარმშტადტში“, „ფიურტში“, „ლევერკუზენში“, „ჰამბურგსა“ და „შტუტგარტში“ უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები