ოვეჩკინის 1100-ე ქულა
საოცარ ფორმაში იმყოფება „ვაშინგტონის“ კაპიტანი ალექს ოვეჩკინი, „მინესოტასთან“ გასვლით მატჩში “კაპიტალსის“ ლეგენდარულმა მოთამაშემ სეზონში 34-ე და კარიერაში 592-ე გოლი გაიტანა, „ვაილდსთან“ შეხვედრაში რუსმა მარცხენაფლანგელმა 3 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.
საბოლოოდ ოვეჩკინმა მატჩი 4 ქულით დაასრულა და კარიერაში 1100 ქულიან ნიშნულს მიაღწია, რუსმა შემტევმა გლენ ანდერსენს გადაასწრო და მოპოვებული ქულების რაოდენობით 61-ე ადგილზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ ჰოკეის წესებიდან გამომდინარე ქულად ითვლება, როგორც გოლი ასევე საგოლე გადაცემა.