გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა, ანტე ბუდიმირი
Aa
Aa

„როცა შენ წინ ასეთი მეკარე დგას, კარი პატარავდება“ | ოსასუნას თავკაცი პენალტზე

„ოსასუნას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხაგობა არასატემ „ვალენსიასთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 0:1 დათმო. ესპანელმა სპეციალისტმა განსაკუთრებული ყურადღება მატჩის მიწურულს დანიშნულ თერთმეტმეტრიანს დაუთმო, რომელიც ანტე ბუდიმირმა საშინლად შეასრულა და გიორგი მამარდაშვილს მისი აღება არ გასჭირვებია.

„ბუდიმირს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომელ კუთხეში უნდა დაერტყა. ვალენსიას მეკარემ გამოიცნო, რას აპირებდა და ანტემ ბოლო მომენტში მიმართულების შეცვლა სცადა, რამაც ეს შედეგი მოიტანა, თუმცა, საბოდიშო არაფერი აქვს. 97-ე წუთზე, როცა შენ წინააღმდეგ ასეთი კარგი და მაღალი მეკარე დგას, კარი პატარავდება“.

„ოსასუნას“ თერთმეტმეტრიანზე კომენტარი „ღამურების“ თავკაცმა, რუბენ ბარახამაც გააკეთა და განაცხადა: „ბუდიმირი არის ფეხბურთელი, რომელიც პენალტებისას ბოლო წამს ელოდება, რათა ნახოს, მეკარე რომელ კუთხეში ხტება და შემდეგ ურტყამს. ეს ვიცოდით და გიორგის ვუთხარით, ბოლომდე მოეცადა. იშვიათია, როცა ანტეს დონის ფეხბურთელი ასეთ შეცდომას უშვებს და დღეს ძალიან გაგვიმართლა“.

ცნობისთვის, „ოსასუნასთან“ მატჩში, მამარდაშვილი „ვალენსიას“ კაპიტანი იყო, რაც „მესტალიაზე“ გადასვლის შემდეგ, პირველად მოხდა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეთორმეტედ შეინახა და მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 აპრილს, „ბეტისის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ობამეიანგსა და ლაკაზეტს აჯობა - მიქაუტაძემ მეცი ბრძოლაში დააბრუნა
ობამეიანგსა და ლაკაზეტს აჯობა - მიქაუტაძემ მეცი ბრძოლაში დააბრუნა