იურგენ კლოპი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

წელს მანჩესტერ იუნაიტედს ყველაზე მეტად ვაჯობეთ - კლოპის და ტენ ჰაგის კომენტარები

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლივერპულის„ (2-2) მატჩის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის ტრადიციულად ყველაზე საინტერესო კლუბების მთავარი მწვრთნელების კომენტარები იყო. ორივე მათგანის საუბრისას დიდი იმედგაცრუება იგრძნობოდა და ეს ბუნებრივიცაა - დაფიქსირებული ფრით ლივერპულელებმა ლიდერობა დაკარგეს, მანჩესტერელები კი ოთხეულს კიდევ უფრო ჩამორჩნენ.

რა თქვა ტენ ჰაგმა

ჩემში სხვადასხვა სახის ემოციები ჭარბობს. განაწყენებული ვარ იმის გამო, რომ ბოლო ერთ კვირაში სულელური შეცდომების გამო 7 ქულა დავკარგეთ. თუმცა, ამავდროულად ამაყი ვარ ჩემი ახალგაზრდა ფეხბურთელებით, რომლებიც დადებითი შედეგის მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებენ, მაგრამ მათ თითქოს არ სჯერათ, რომ ასეთი დონის მოწინააღმდეგეების დამარცხება შეუძლიათ.

რა თქვა კლოპმა

მას შემდეგ რაც „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელად ვმუშაობ, როგორც ამ სეზონში ვაჯობეთ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემპიონატის ორივე მატჩში, ასე არასოდეს დაგვიჯაბნავს ისინი. მათ შორის არც იმ შეხვედრაში, რომელიც 7-0 მოვიგეთ. თუმცა, ხომ ხედავთ, წელს „მანკუნიანელები“ ერთხელაც ვერ დავამარცხეთ - ასეთი უცნაურია ფეხბურთი.

ინგლისის პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში 13 აპრილს „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად „ბორნმუთს“ შეხვდება. 14 აპრილს კი „ლივერპული“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე ოლდ ტრაფორდზე - პრემიერ ლიგაში არსენალი გალიდერდა
ფრე ოლდ ტრაფორდზე - პრემიერ ლიგაში არსენალი გალიდერდა