გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება - მეცი ლიგა 1-ის აქციას უერთდება

საფეხბურთო კლუბი „მეცი“, სადაც ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, საფრანგეთის ლიგა 1-ის ხელმძღვანელების მიერ დაგეგმილ აქციაში მიიღებს მონაწილეობს. ჩემპიონატის ორგანიზატორების ინიციატივით, თითოეული გუნდის წამყვანი სამი ფეხბურთელის მაისურები აუქციონზე უნდა გაიყიდოს, მიღებული თანხა კი დისკრიმინაციასთან მებრძოლ ოთხ ასოციაციას გადაერიცხება.

„მეცმა“ მიიღო მოთხოვნა მისი სამი ყველაზე პოპულარული მოთამაშის, გიორგი მიქაუტაძის, იბოუ სანესა და მატიე უდოლის მაისურები რეალიზება მოახდინოს, მიღებული თანხა კი აქციას მოახმაროს. ასევე იგეგმება საფრანგეთის ჩემპიონატის მოახლოებული 28-ე ტურის ყველა მატჩის ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გარკვეული რაოდენობის ამ ასოციაციებში გადარიცხვა.

მიქაუტაძეს და მის თანაგუნდელებს კვირას „ბრესტთან“ უწევთ საგარეო მატჩის ჩატარება და ქულები ჰაერივით სჭირდება. ოცდაშვიდი ტურის შემდეგ „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 23 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზეა. მიქაუტაძის ანგარიშზე კი 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აიაქსი მიქაუტაძეს უშვებს და ლობჟანიძის თანაგუნდელს იმატებს
აიაქსი მიქაუტაძეს უშვებს და ლობჟანიძის თანაგუნდელს იმატებს