სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

მამუკელაშვილი: ხასიათით მებრძოლი ვარ და ყოველთვის მხოლოდ განვითარებაზე ვფიქრობ

საქართველოს ნაკრებისა და „სან ანტონიო სპურსის“ კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა The San Antonio Express-News-თან ინტერვიუში „სპურსში“ დაბრუნებაზე ისაუბრა.

25 წლის ქართველი ფორვარდი ამბობს, რომ როდესაც ზაფხულში „სპურსის“ გასახდელში საკუთარი კარადა დაცალა, არ იცოდა, წინ რა ელოდა, თუმცა ყველაზე სასურველი ვარიანტი ისევ „სან ანტონიოში“ დაბრუნება იყო.

„სან ანტონიო მიყვარს. გულში ვფიქრობდი, „იმედია, ყველაფერი გამოვა და აქ დავბრუნდები“. ყოველთვის გინდა, რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი იყო. ვიქტორ ვემბანიამასთან, რამდენიმე ვეტერანთან და რამდენიმე ნიჭიერ ახალგაზრდასთან ერთად აქ ისეთი გუნდი გვყავს, რომ ყველას სურს, მისი ნაწილი იყოს. ეს მუდმივი ზრდის გარანტიაა“.

მამუკელაშვილმა ასევე ისაუბრა თავისუფალი აგენტობის პერიოდზე, როდესაც ის უგუნდოდ იყო.

„არ მეძინა, სოციალურ ქსელში ვამოწმებდი, თუ რა ხდებოდა. ვფიქრობდი, „მომეცით უბრალოდ მინიმალური პირობები“. ვიცი, რომ მარტივად არაფერი გამოდის. ხასიათით მებრძოლი ვარ. ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ განვითარებაზე ვფიქრობ, ხოლო თუ მცირე შანსი მომეცემა, მინდა ყველას ვაჩვენო, რომ მხოლოდ აქ ყოფნით კი არ ვარ ბედნიერი, არამედ მსურს, გავხდე უკეთესი მოთამაშე, გავაგრძელო ბრძოლა. იმედია, მოვა დრო, როდესაც ყოველ ზაფხულს თავისუფალი აგენტი აღარ ვიქნები“.

გასულ სეზონში „სპურსთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ 25 წლის მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა. მედიაში იწერებოდა, რომ მამუს დამატება „პანათინაიკოსს“ და „ოლიმპია მილანოს“ სურდათ, თუმცა საბოლოო ჯამში მამუმ ისევ „სპურსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში მან „სან ანტონიოს“ რიგებში 46 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 9.2 წუთში 4.1 ქულა და 3.2 მოხსნა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ არსებობს, შეუძლებელია...“ | მამუკელაშვილმა იანისთან პირველი შეხვედრა გაიხსენა
„არ არსებობს, შეუძლებელია...“ | მამუკელაშვილმა იანისთან პირველი შეხვედრა გაიხსენა