ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

კვარაცხელია ატალანტასთან გამოირიცხა - ხვიჩა განაცხადში არ არის

რამდენიმე წუთის წინ "ნაპოლის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე "ატალანტასთან" სამატჩო განაცხადი გამოქვეყნდა, სადაც როგორც მოსალოდნელი იყო, ხვიჩა კვარაცხელია შეყვანილი არ არის. საბერძნეთთან ერთა ლიგის პლეი ოფის ფინალის დროს მიღებული კუნთის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, თუმცა რისკის თავიდან ასარიდებლად, ექიმებმა ფრანჩესკო კალცონას მისი დასვენება ურჩიეს.

თავად კვარაცხელიას ძალიან უნდოდა თამაში, რადგან ბერგამოელებთან მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით პარტენოპეისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დეტალურმა სამედიცინო ტესტირებამ აჩვენა, რომ თუ ტრავმა გაუმიზეზდება, ქართველ ფეხბურთელს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა მოუწევს. ამჟამინდელი მონაცემებით კი, ის რამდენიმე დღეში თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგება.

ხვიჩას ანგარიშზე იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში 10 გოლი და 5 საგოლე პასია და კიდევ სამი ბურთის გატანის შემთხვევაში, შარშანდელ შედეგს გააუმჯობესებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რისკის თავიდან ასარიდებლად - კვარაცხელიას არყოფნის მიზეზები
რისკის თავიდან ასარიდებლად - კვარაცხელიას არყოფნის მიზეზები