მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

დავანოკაუტებ, მასთან ბრძოლისთვის საუკეთესო დროა- დვალიშვილი შონ ომალიზე

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა Helen Yee Sports-ში სტუმრობისას საინტერესო თემებზე ისაუბრა. დვალიშვილს შონ ომალიზე კიდევ ერთხელ ჰკითხეს. მერაბმა მასთან ბრძოლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

„შონ ომალიმ ჩემი სახელი არასწორად დაწერა, თუმცა ეს არ მადარდებს.  მასთან ბრძოლა 7 წელია მსურს. ის ერთადერთია, ვისთანაც ბრძოლა მინდა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო დროა ბრძოლისთვის, ის ჩემპიონია, კარიერის საუკეთესო ეტაპზეა.

ქამრისთვის ბრძოლა დავიმსახურე, მე მხოლოდ ბრძოლას არ ვაპირებ, მიზანი გამარჯვებაა, დავანოკაუტებ’’.

მერაბი და გადაცემის წამყვანი ჰელენი ერთმანეთს წყალქვეშა ცურვაში შეეჯიბრნენ. მათი დიალოგიდან ნაწყვეტს გთავაზობთ.

მერაბი: „მომწონს გამოწვევები, კარგი იყო''.

ჰელენი: „შენ ჩემთან ახლოს იყავი, თითქმის დამამარცხე. ნამდვილი მანქანა ხარ. შენი კარდიო საოცარია’’.

მერაბი: „მადლობა, მაგრამ მე არ ვარ მანქანა ცურვაში, ასეთი შენ ხარ’’.

ჰელენი: „შენ საოცარი ხარ. შეგიძლია, ასე დიდხანს შეიკავო სუნთქვა. რა დროა შენი მაქსიმუმი?’’

მერაბი: „არ ვიცი, მე ცურვა ჩემი სოფლის მდინარეში ვისწავლე. როცა პატარა ვიყავი, ჩემს მეგობრებს ვეჯიბრებოდი. შენ კარგად იცი, ცურვა კარგია კარდიოსთვის, MMA-სთვის. ყოველთვის ვცდილობ ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთო, ეს არის ჩემი საიდუმლო’’.

შეგახსენებთ, ომალიმ ბოლო ბრძოლა მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართა და „ჩიტო“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „შუგას“ კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 1 წაგებაა. „მანქანა“ მას 2018 წლიდან იწვევს, იმედია ეს ბრძოლა შედგება.

„შუგამ“ მერაბთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა, მაგრამ მისი სახელი არასწორად დაწერა და „მანქანას“ მერაბის ნაცვლად „მარაბი“ უწოდა, რაზეც დვალიშვილმა Instagram-ში, საკუთარ გვერდზე ისაუბრა.

მერაბ დვალიშვილი: „ამ გამოწვევას 7 წელიწადი ველოდებოდი, მაგრამ მარაბი ვინაა? ძმაო, გადახედე გაკვეთილებს, რომლებიც ჰენრი სეხუდოს ჩავუტარე (ცნობილ ვიდეოზე საუბრობს, რომელშიც სეხუდოს ასწავლის მისი გვარი როგორ წარმოთქვას) ... მერაბი მქვია! და როგორც ვხვდები, კიდევ ერთი წელი გჭირდება, რათა მანქანისთვის მოემზადო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: დენა უაითმა მითხრა, რომ საჩემპიონო ბრძოლა ჩემია
დვალიშვილი: დენა უაითმა მითხრა, რომ საჩემპიონო ბრძოლა ჩემია