მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„მარაბი ვინაა? მერაბი მქვია“ | დვალიშვილის პასუხი ომალის

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ ომალის პოსტს გამოეხმაურა. „შუგამ“ მასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა, მაგრამ მისი სახელი არასწორად დაწერა და „მანქანას“ მერაბის ნაცვლად „მარაბი“ უწოდა, რაზეც დვალიშვილმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ისაუბრა.

„ამ გამოწვევას 7 წელიწადი ველოდებოდი, მაგრამ მარაბი ვინაა? ძმაო, გადახედე გაკვეთილებს, რომლებიც ჰენრი სეხუდოს ჩავუტარე (ცნობილ ვიდეოზე საუბრობს, რომელშიც სეხუდოს ასწავლის მისი გვარი როგორ წარმოთქვას) ... მერაბი მქვია! და როგორც ვხვდები, კიდევ ერთი წელი გჭირდება, რათა მანქანისთვის მოემზადო“.

შეგახსენებთ, რომ ომალიმ ბოლო ბრძოლა მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართა და „ჩიტო“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „შუგას“ კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 1 წაგებაა. „მანქანა“ მას 2018 წლიდან იწვევს და იმედი ვიქონიოთ, რომ შანსს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტურნირის მეფეებს ვხვდებით“ | რა თქვეს გუარდიოლამ და ანჩელოტიმ წილისყრაზე
„ტურნირის მეფეებს ვხვდებით“ | რა თქვეს გუარდიოლამ და ანჩელოტიმ წილისყრაზე