ილია თოფურია
Aa
Aa

ირაკლი კობახიძის მოწვევით, ილია თოფურია საქართველოში 18 მარტს ჩამოვა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოში 18 მარტს ჩამოვა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ფეიქრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„პრემიერ-მინისტრის მოწვევით,  საქართველოში 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისი 18:30 საათზე დაეშვება“, - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

„ელ მატადორი“ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩამდე, UFC-ის საჩემპიონო ქამარს „დინამო არენაზე“ წარადგენს. აღნიშნული შეხვედრა 21 მარტსაა ჩანიშნული და თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა. „ვოლკის“ დაფინიშების შემდეგ, თოფურია Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონორთან ან ახლა ვიჩხუბებ ან არასდროს“ | ილია Marca-ს ესაუბრა
„კონორთან ან ახლა ვიჩხუბებ ან არასდროს“ | ილია Marca-ს ესაუბრა