მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ისე მოიქცა, თითქოს ვერ მიცნო“ | მერაბმა ომალისთან შეხვედრა გაიხსენა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონთან, შონ ომალისთან შეხვედრა გაიხსენა. მარლონ ვერასთან გამართული ჩხუბის შემდეგ, „მანქანა“ „შუგას“ გასახდელისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა და ჩემპიონის თქმით, მან დვალიშვილი ვერ იცნო, რისიც მერაბს არ სჯერა.

„გეტყვით, რა მოხდა. ჩხუბს ვუყურეთ და რა თქმა უნდა, ომალისკენ ვიყავი, რადგან მინდა, სუპერვარსკვლავს ვეჩხუბო. შონმა გაიმარჯვა და შემდეგ მე კი არა, ილია თოფურია გამოიწვია. ძალიან გავბრაზდი. ომალი ლაპარაკობს, რომ დამანოკაუტებს და თუ ასეა, გამომიწვიოს და მთელ მსოფლიოს აჩვენოს, როგორ დამანოკაუტებს.

მოკლედ, ძალიან გაბრაზებული ვიყავი და კულისებს მიღმა გადავინაცვლე, სადაც ომალი დავინახე. მინდოდა, მისთვის ხელი ჩამომერთმია და გამარჯვება მიმელოცა. როცა ხელზე შევეხე, ვუთხარი, გილოცავ-მეთქი, მან კი დამაიგნორა. არც კი შემომხედა, თითქოს ვერ მიცნო და ისევ გავბრაზდი. კარგი რა შონ, ვითომ ვერ მიცანი? სისულელეა! მისმა ქმედებამ ძალიან გამაბრაზა და ძალიან კარგად იცოდა, ვინც ვიყავი.

როცა ჩემპიონი ხარ, საუკეთესო მეტოქეებს უნდა ეჩხუბო და ამ მომენტისთვის, ნომერ პირველი პრეტენდენტი მე ვარ. გაბრაზებული ვარ, მაგრამ თუ მეჩხუბება, არანაირი პრობლემა აღარ იქნება. არ მაინტერესებს, რას ამბობს, UFC-ში იციან, რომ შემდეგი მე ვარ. ომალის უფლებას არ მისცემენ, სხვა წონით დივიზიონში ავიდეს და ეს რაღაც სულელური ვიდეოთამაში არაა“.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალიმ რამდენიმე დღის წინ UFC 299-ზე „ჩიტო“ ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ომალიმ ილია თოფურია გამოიწვია და მას ესპანეთში ბრძოლა შესთავაზა. ვერასთან გამარჯვების შემდეგ, ომალისთან მერაბ დვალიშვილი მივიდა და მოუწოდა, რომ შემდეგ საჩემპიონო ბრძოლაში მას დაუპირისპირდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონორთან ან ახლა ვიჩხუბებ ან არასდროს“ | ილია Marca-ს ესაუბრა
„კონორთან ან ახლა ვიჩხუბებ ან არასდროს“ | ილია Marca-ს ესაუბრა