ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„კონორთან ან ახლა ვიჩხუბებ ან არასდროს“ | ილია Marca-ს ესაუბრა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ სამომავლო გეგმებზე, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამართულ ჩხუბზე და კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა.

„ჩემი გეგმები არ შეცვლილა და ისევ კონორთან ჩხუბი მინდა. მაკგრეგორი ნომერ პირველი ვარიანტია, მაგრამ მასთან ბრძოლა ან ახლა გაიმართება ან არასდროს. ჩემი ოცნება იყო, მსოფლიოში საუკეთესო გავმხდარიყავი და ესპანეთის მოქალაქის პირადობის მოწმობა მიმეღო, ახლა კი ჩემი ოცნება ბერნაბეუზე ჩხუბია. რეალისტი ადამიანი ვარ და ვფიქრობ, ესპანეთში UFC-ის ღონისძიება წლის ბოლოს გაიმართება.

ალექსანდრ ვოლკანოვსკის უდიდეს პატივს ვცემ და მისი არდაფასება სისულელეა. როცა დამანოკაუტებელი კომბინაცია მოვარტყი, გამიჩნდა ენერგია, რომელიც მინდოდა, ყველასთვის გამეზიარებინა. დავინახე, რომ დაეცა და შემდეგ მსაჯი მოვიდა, რათა ბრძოლა გაეჩერებინა. ახლა ვიცი, რომ შემიძლია, იგივე ისევ და ისევ გავაკეთო, მაგრამ არც ერთხელ დამეუფლება ის შეგრძნება, რაც პირველი შემთხვევისას დამეუფლა. ჩემს მიზნებს მივაღწიე და ახლა სანტიაგო ბერნაბეუზე ჩხუბი მინდა“.

შეგახსენებთ, რომ ილიამ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა. „ვოლკის“ დაფინიშების შემდეგ, თოფურია Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალის მერაბის დამარცხების ერთადერთი შანსი აქვს“ | სეხუდოს მანქანის მოგების სჯერა
„ომალის მერაბის დამარცხების ერთადერთი შანსი აქვს“ | სეხუდოს მანქანის მოგების სჯერა