მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, კენი ფლორიანი
Aa
Aa

შეუჩერებელია, ნამდვილი სამურავია - UFC-ის ლეგენდა დვალიშვილზე

UFC-ის ლეგენდამ, კენი ფლორიანმა The Anik and Florian Podcast-ში შონ ომალისა და მერაბ დვალიშვილის მოსალოდნელ ბრძოლაზე ისაუბრა. ფლორიანი დვალიშვილთან დაკავშირებით საინტერესო შედარებას აკეთებს, ქართველს სამურავის ადარებს, რომელიც მეტამფეტამინის ზემოქმედების ქვეშაა. ფლორიანის აზრით, სწორედ ასეთია მერაბი ბრძოლისას.

„ჩემი აზრით, შონ ომალისთვის მერაბ დვალიშვილთან შეხვედრა კარიერაში ყველაზე რთული იქნება სტილისტური თვალსაზრისით. შონ ომალიმ ამ ბრძოლისთვის მზადება დღესვე უნდა დაიწყოს. ეს დივიზიონი „მკვლელებით’’ სავსეა, მაგრამ შესაძლოა, მერაბთან შეხვედრა სტილისტურად ყველაზე რთულია, რადგან შეუძლია ბეჭებზე დაგდოს, ეს უპირატესობა შეინარჩუნოს და იმოქმედოს, როგორც სამურავიმ მეტამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ. მერაბი შეუჩერებელია’’.

შეგახსენებთ, UFC 299-ზე შონ ომალიმ ჩიტო ვერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ამერიკელმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გამოიწვია, თუმცა, ასევე განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის დასამარცხებლადაც მზადაა. დიდი ალბათობით, მალე დვალიშვილი და შონ ომალი საჩემპიონო ბრძოლას გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები