გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ვალენსიას ერთ-ერთი სიმბოლო“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე

Marca-მ „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ცნობილი ესპანური გამოცემა „ხეტაფესთან“ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელშიც „მამარდამ“ კარი მშრალად შეინახა და მისმა გუნდმა 1:0 იმარჯვა.

„გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ერთ-ერთი ბურჯია. ქართველ მეკარეს გუნდი რთული სიტუაციებიდან გამოჰყავს, ბევრი ქულა გადაურჩენია და გადამწყვეტი მოთამაშეა. იყო მომენტები, როცა ძალიან დიდი სამუშაოს გაწევა მოუწია და ყველაფერს უმაღლეს დონეზე გაუმკლავდა. გიორგი შეპყრობილია „+3 და მშრალი კარით“ და ბოლო შეხვედრაში ეს კიდევ ერთხელ გააკეთა.

გასულ ტურში, მან პირადი რეკორდი დაამყარა და მიმდინარე სეზონში, გოლი მეცხრე შეხვედრაში არ გაუშვა. მამარდამ 2021-22 წლების სეზონის შედეგი გააუმჯობესა, როცა კარი მშრალად 8 შეხვედრაში შეინახა და უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე 2022-23 წლების გათამაშებაში ჰქონდა (6). გიორგი ამ ვალენსიას ერთ-ერთი სიმბოლოა და ლა ლიგაში ზედიზედ 65 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ბევრად დიდი ამბიციები აქვს, ვიდრე ჩეს რიგებში თამაშია“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კარგი თამაშის წყალობით, მამარდაშვილი ევროპული გრანდების რადარზე მოექცა. მისით პრემიერ ლიგის კლუბები არიან დაინტერესებული და ყველაზე ხშირად „ნიუკასლზე“ იწერება, თუმცა, რამდენჯერმე „ტოტენჰემი“ ახსენეს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, თუ არა პენალტების სერია?“ - ლუქსემბურგის მწვრთნელის პრესკონფერენცია
„მინდა, თუ არა პენალტების სერია?“ - ლუქსემბურგის მწვრთნელის პრესკონფერენცია