ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, ფრენკი დე იონგი, პედრი
Aa
Aa

ჩავი: “დიდი უბედურებაა ორი ასეთი ნახევარმცველის დაკარგვა“

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ჩავიმ?

„ვფიქრობ, კარგად არ გვითამაშია. ვერ ვუტევდით და ნაბიჯს წინ ვერ ვდგამდით. მიუხედავად ამისა, მოწყენილები არ ვართ. ეს ჩვენი საუკეთესო ვერსია არ იყო. სამწუხაროდ, ქულების შემცირების შანსი ხელიდან გავუშვით, აშკარად მეტის გაკეთება შეგვეძლო. დუელების მოგება გვიჭირდა და კომფორტულად არ ვიყავით. ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.

იმედგაცრუებული ვარ. დადებითი მხარე მხოლოდ ის არის, რომ დაცვაში კარგად ვითამაშეთ. მიღებული ტრავმები კარგად არ გამოიყურება და ეს ჩვენზე ძალიან მოქმედებს. დე იონგი და პედრი მინიმუმ რამდენიმე თამაშს გამოტოვებენ. ორი გადამწყვეტი მოთამაშე დავკარგეთ. იმედი ვიქონიოთ, რომ მალე დაბრუნდებიან. დიდი უბედურებაა ორი ასეთი ნახევარმცველის დაკარგვა.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ „ვალენსიას“ ვერ მოუგო და „ბარსელონას“ სხვაობის 6 ქულამდე შემცირება შეეძლო, თუმცა სხვაობა კვლავ 8 ქულა დარჩა.

ამ მომენტისთვის, კატალონიური კლუბი 58 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. მეორე პოზიციას 59 ქულით „ჟირონა“ იკავებს. პირველზე კი 66 ქულით „რეალია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა შემთხვევაში დარჩება კვარა ნაპოლიში - სარფიანი წინადადება და ახალი შეთანხმება
რა შემთხვევაში დარჩება კვარა ნაპოლიში - სარფიანი წინადადება და ახალი შეთანხმება