ჩაბი ალონსო
Aa
Aa

შესაძლოა ჩაბი ალონსო ლევერკუზენში კიდევ 1-2 წლით დარჩეს

ჩაბი ალონსოს „ლევერკუზენი“ მიმდინარე სეზონში მთავარი აღმოჩენაა. ბასკი სპეციალისტის მიმართ გრანდებს დიდი ინტერესი აქვთ და ზაფხულში მისი გადაბირების მცდელობა ჭარბად იქნება.

გერმანული Fussball-ის ცნობით, ალონსო შესაძლოა სეზონის ბოლოს არსადაც არ წავიდეს და „ლევერკუზენში“ კიდევ 1 ან 2 წლით დარჩეს.

წყაროს ცნობით, ჩაბი მადრიდის „რეალში" მუშაობაზე ოცნებობს და, სავარაუდოდ, სურს, რომ „ბლანკოსში“ გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ალონსოს გადაბირების დიდი სურვილი პარალელურად „ბაიერნსა“ და „ლივერპულს“ აქვთ. ჩაბის მიმართ ინტერესი „ბარსელონასაც“ გააჩნია, თუმცა ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე სხვების ფონზე მცირე შანსები აქვთ.

ამ მხრივ, შანსი იმისა, რომ ჩაბი ზაფხულში „ბაიერში“ დარჩეს, იზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასი - ვოლფსბერგის გასვლითი გამარჯვება
ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასი - ვოლფსბერგის გასვლითი გამარჯვება