ბარსელონა, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: “ლა ლიგის მოგების შანსი გვაქვს“

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბლაუგრანას“ დამრიგებელმა ჩავი ერნანდესმა თამამი განცხადება გააკეთა.

რა თქვა ჩავიმ?

„ვფიქრობ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ დიახ ჩვენ ლა ლიგის მოგების შანსი მაინც გვაქვს. ბოლო 15 ქულიდან 13 მოვიპოვეთ და ტიტულის მოგების ბოლომდე უნდა გვჯეროდეს. ვფიქრობ, ლა ლიგის მოგების ვარიანტი არსებობს. „ჟირონაზე“ და მადრიდის „რეალზე“ ზეწოლას ვახორციელებთ.

ჩვენ ყოველთვის გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ. კონკურენტებთან კიდევ დაგვრჩა შეხვედრები. სეზონი, როგორც არ უნდა დასრულდეს მე მაინც წავალ. ეს გადაწყვეტილება სწორია, რადგან გუნდმა ნაბიჯი უნდა გადადგას. დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილებაში. მადლობა გულშემატკივრებს, რომ ჩემს გვერდით არიან.“

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა, თუმცა „სამეფო კლუბს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. კარლო ანჩელოტის გუნდი ლა ლიგის მიმდინარე ტურში „სევილიას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ალონსო გამოირიცხება - ბაიერნის პრიორიტეტი კონტე იქნება
თუ ალონსო გამოირიცხება - ბაიერნის პრიორიტეტი კონტე იქნება