დავით თედიაშვილი
Aa
Aa

ლეგენდარული ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.

თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში დაიბადა. ის ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90 კგ კატეგორიებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ასევე იყო მსოფლიო თასის მფლობელი და სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი.

თედიაშვილი 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

2003 წელს ლევან თედიაშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ის იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.

2005 წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ  (FILA) ყველა დროის დიდების დარბაზის წევრად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Corriere dello Sport: ჯანდაბა - უნდა გვცოდნოდა, რომ ეს დღე დადგებოდა
Corriere dello Sport: ჯანდაბა - უნდა გვცოდნოდა, რომ ეს დღე დადგებოდა