ბაიერნი, ლაციო, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელი: “წავაგეთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ლაციომ მოიგო“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბაიერნი“ „ლაციოს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ტუხელმა?

„წაგების გამო იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. წავაგეთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ „ლაციომ“ მოიგო. ვერ ვხვდები, თუ რატომ დავკარგეთ რწმენა მეორე ტაიმში. გუნდს შესვენებაზე ვუთხარი, რომ ინტენსივობა შეენარჩუნებინა. ფეხბურთელებს შეტევაში გააქტიურება დავავალე, მაგრამ ჩემმა გუნდმა მეორე ნახევარში სახე დაკარგა. ჩემს მომავალზე ან შესაძლო გათავისუფლებაზე არ ვნერვიულობ.

არის რაღაცები, რის გარშემოც გუნდის აშენება შეგვიძლია. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი სახიფათო მომენტი შევქმენით, მათ შრის ჯამალ მუსიალას ეპიზოდი, თუმცა კარში ვერ დავარტყით. ასე თამაშს ვერ მოიგებ. მიუხედავად ამისა, წინ მეორე მატჩია და შრომას გავაგრძელებთ.“

ცნობისთვის, „ბაიერნისა“ და „ლაციოს“ განმეორებითი დაპირისპირება 5 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ „ლაციომ“ საკუთარი არსებობის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მატჩი მეორედ მოიგო. პირველად ეს 2000 წელს „ვალენსიას“ წინააღმდეგ მოხდა.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტინესი: “ჩემს სანაკრებო კარიერას ოლიმპიური ოქრო აკლია“
მარტინესი: “ჩემს სანაკრებო კარიერას ოლიმპიური ოქრო აკლია“