ვაკო გვილია, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

კანკავას გოლი და სკანდალური მატჩი - სლოვანმა რუსულ კლუბთან ითამაშა

კატარში, ბრატისლავას „სლოვანი’’ ამხანაგურ შეხვედრაში მოსკოვის „დინამოსთან’’ 1:2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში სლოვაკური გუნდის მხრიდან გოლი ჯაბა კანკავამ გაიტანა. „სლოვანმა’’ შეხვედრა 10 ფეხბურთელით დაასრულა, უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა წითელი ბარათი მიიღო. „სლოვანის’’ სასტარტოში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ითამაშეს, მოსკოვის „დინამოს’’ სასტარტოში ლუკა გაგნიძე მოხვდა. ასევე გეტყვით, რომ „სლოვანთან'' ერთად ვაკო გვილია ემზადება, რომელიც თავისუფალი აგენტია.

„სლოვანის'' ქომაგების მხრიდან რუსულ კლუბთან მატჩს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, სხვდასხვა სოციალურ მედიაში კლუბს მკაცრად აკრიტიკებენ. რა მოხდა რეალურად, ამაზე ვრცლად ქვევით გიამბობთ:

„სლოვანი“ დოჰაში იმყოფება, სადაც სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და ამხანაგურ მატჩებს მართავს. სლოვაკური კლუბის მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ასისტენტის, ლუბოშ ბენკოვსკის მიხედვით, ბრატისლაველთა ერთ-ერთი მეტოქე, „დინამო მოსკოვი“ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა. ბენკოვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „სლოვანსა“ და „დინამო მოსკოვს“ შორის ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმებოდა, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, სტატუსი შეცვალა. მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და „სლოვანს“ აქტიურად მოუწოდეს, რუსულ კლუბთან არ ეთამაშა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ აღნიშნული ამხანაგური მატჩი მაინც გაიმართა.

მოცემულ ფოტოზე ჯაბა კანკავსა და გურამ კაშიას გარდა „სლოვანის'' მენეჯერი ივან კმოტრიკია, რომელსაც რუსულ კლუბთან თამაშის გამო შესაბამისი დიზაინის ფოტო გაუვრცელეს. ასევე გეტყვით, რომ კანკავა-კაშიას ფოტო იმ პერიოდიდანაა, როცა მათ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები