ენტონი ედვარდსი, კარლ-ენტონი თაუნსი, რუდი გობერი, მაილს ბრიჯისი, ბრენდონ მილერი, ლამელო ბოლი
Aa
Aa

თაუნსის რეკორდი და 62 ქულა | მინესოტა მარცხისგან მაინც ვერ იხსნა

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ლიდერი, „მინესოტა ტიმბერვულვზი“ სენსაციურად დამარცხდა. „მინესოტა“ საკუთარ კედლებში „შარლოთ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდა, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერია და 125:128 წააგო.

„ტიმბერვულვზის“ რიგებში ისტორიული საღამო ჰქონდა კარლ-ენტონი თაუნსს, რომელმაც შეხვედრა 62 ქულით, 8 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. თაუნსს პირველ ტაიმში 44 ქულა ჰქონდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეოთხე მეოთხედი ჩააგდო, 10-დან 8 სროლა გააცუდა და მხოლოდ 4 ქულა დააგროვა.

წარუმატებელი ბოლო პერიოდის მიუხედავად, თაუნსმა „მინესოტას“ რეკორდი დაამყარა და „ტიმბერვულვზის“ პირველი კალათბურთელია, ვინც 62 ქულა მიითვალა. ამასთან, იგი NBA-ის ისტორიაში ერთადერთი ცენტრია, რომელმაც მატჩში 60+ ქულა ისე გააკეთა, რომ მინიმუმ 10 სამქულიანი ჩააგდო.

კარლ-ენტონის გარდა, „მინესოტას“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული ნიკელ ალექსანდერ-უოკერმა და რუდი გობერმა გადალახეს - 18 და 13 ქულა. ენტონი ედვარდსს 9 ქულა ჰქონდა. „ჰორნეთსს“ 28 ქულით მაილს ბრიჯისმა ულიდერა, ბრენდონ მილერმა 27 ქულა ჩააგდო, ლამელო ბოლმა - 18.

„ჰორნეთსთან“ მარცხის მიუხედავად, „მინესოტა“ დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზე რჩება და 30 მოგება და 13 წაგება აქვს. „ტიმბერვულვზი“ მომდევნო შეხვედრას 25 იანვარს გამართავს და „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შელაპარაკება ნაცნობ მეტოქესთან და ორმაგი ტექნიკური | ბითაძის 8 წუთი კლივლენდთან
შელაპარაკება ნაცნობ მეტოქესთან და ორმაგი ტექნიკური | ბითაძის 8 წუთი კლივლენდთან