ატლეტიკო, მადრიდის რეალი, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

სიმეონე: “რეალს საპატიო დერეფანს არ გავუკეთებთ“

კოპა დელ რეის მერვედფინალში გულშემატკივრები მადრიდულ დერბის იხილავენ. „ატლეტიკო“ „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როხიბლანკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სიმეონე:

„აშკარაა, რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი თამაში, რადგან წინა შეხვედრაში დიდ ბრძოლაში წავაგეთ. ჩვენ გვჭირდება გულშემატკივრების არმია, რათა დავუმტკიცოთ, რომ „რეალის“ დამარცხება შეგვიძლია. ვიცით რომელ ასპექტში უნდა დავაზარალოთ მოწინააღმდეგე. „რეალი“ ჩვენთვის საუკეთესო მეტოქეა. ისინი ახლა კარგ განწყობაზე არიან.

თუ მათ ფიზიკურ გამძლეობაზე ვისაუბრებთ გეტყვით, რომ მათ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ ჩუამენის, რუდიგერის და კროოსის სახით. ვფიქრობ, ხვალინდელი მატჩი გონებრივ სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული. უფრო მეტი დუელი უნდა მოვიგოთ.

საპატიო დერეფანი? „რეალს“ პატივს ვცემთ, მაგრამ პატივს ვცემთ ასევე ჩვენს გულშემატკივრებს და მათ წინაშე ამას არ გავაკეთებთ.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „რეალი“ და „ატლეტიკო“ ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი „სამეფო კლუბის“ გამარჯვებით 5:3 დასრულდა. შემდეგ კი „ბლანკოსმა“ ფინალში „ბარსელონას“ მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“იტალიური ფეხბურთი მნიშვნელოვან მწვრთნელს კარგავს“ - ალეგრი მოურინიოზე
“იტალიური ფეხბურთი მნიშვნელოვან მწვრთნელს კარგავს“ - ალეგრი მოურინიოზე