აურელიო დე ლაურენტისი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

ერთ-ერთი ვარიანტი - ნაპოლი ახალი სეზონიდან პიოლის დანიშვნას განიხილავს

ახალი სეზონიდან „ნაპოლის“ მოსალოდნელია, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სავარაუდო კანდიდატთა სიაზე უკვე მუშაობს, რომელშიც ახალი გვარი გამოჩნდა - სტეფანო პიოლი.

„როსონერის“ მთავარ მწვრთნელს სტეფანო პიოლის ზაფხულში გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ. დე ლაურენტისი კი ანტონიო კონტესთან, რობერტო დე ძერბისთან და ჟოზე მოურინიოსთან ერთად მის ვარიანტსაც განიხილავს.

Kiss Kiss Napoli-ის ცნობით, სიაში პიოლის გვარი ბოლოა, თუმცა შესაძლოა ის ყველაზე ოპტიმალური გახდეს.

ამ მომენტისთვის ვალტერ მაცარის გუნდში დარჩენის შანსები მცირეა, თუ მისმა გუნდმა ამ სეზონში თამაში რადიკალურად არ გამოასწორა და სასურველ მიზნებს არ მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „ნაპოლი“ სერია A-ში 20 ტურის შემდეგ 31 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA The Best | მწვრთნელები და კაპიტნები, რომლებმაც ხმა კვარას მისცეს
FIFA The Best | მწვრთნელები და კაპიტნები, რომლებმაც ხმა კვარას მისცეს