ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„წმინდანი არ ვარ“ | ვინისიუსი ბარსელონას ფებურთელებთან კონფლიქტზე და მატჩზე

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, „ელ კლასიკო“ ვიხილეთ და „რეალმა“ „ბარსელონა“ 4:1 გაანადგურა. შეხვედრის მთავარი გმირი ვინისიუს ჟუნიორი იყო. „ბლანკოსის“ გარემარბმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა და მატჩის მიმდინარეობისას, „ბლაუგრანას“ მოთამაშეებს დაუპირისპირდა.

შეხვედრის 71-ე წუთზე, როცა მადრიდელები 4:1-ს იგებდნენ, „ბარსას“ მცველმა, რონალდ არაუხომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. არაუხოს გაძევებას „ბარსელონას“ ფეხბურთელთა პროტესტი მოჰყვა, რა დროსაც, ვინისიუსმა მათ ჟესტით შეხვედრის ანგარიში უჩვენა.

„ტიტულით, გოლებითა და ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ფიზიოთერაპევტებს, თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს. ანჩელოტი ყოველთვის მზადაა, დამეხმაროს და თითოეულ შეხვედრაში გაკვეთილს ვიღებ. მინდა, უკეთესი გავხდე და გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.

დამწუხრებული ვარ იმ ფაქტით, რომ ყველას უნდა, მეჩხუბოს და მეკამათოს, რადგან იციან, რომ ამაზე პრესაში აუცილებლად დაიწერება. ვცდილობ, მატჩზე ვიყო ორიენტირებული, რათა მიზანს მივაღწიოთ, მაგრამ წმინდანი არ ვარ. ზოგჯერ ბევრს ვლაპარაკობ და გამოხტომები მაქვს, მაგრამ ვცდილობ, გამოვსწორდე“, - განაცხადა მატჩის შემდეგ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ ისტორიაში მე-13 სუპერ თასი მოიგო. ეს ტიტული მასზე მეტჯერ მხოლოდ „ბარსელონას“ აქვს დასაკუთრებული - 14-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცის მწვრთნელი: „გიორგის კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ...“
მეცის მწვრთნელი: „გიორგის კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ...“