კარლ-ენტონი თაუნსი, გოგა ბითაძე, რუდი გობერი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

ბითაძე თაუნსისა და გობერის წინააღმდეგ | ორლანდომ მინესოტასთან წააგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ 2-მატჩიანი წაუგებელი სერია დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანთან, „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ შეწყდა. ფლორიდელები მასპინძლის რანგში იყვნენ, მაგრამ „მინესოტას“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და 92:113 დამარცხდნენ.

ქართველი ცენტრი ისევ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე 16 წუთი და 33 წამი გაატარა. გოგას ანგარიშზე 2 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო. ბითაძემ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 დაკარგვა ჰქონდა და 4-ჯერ დაჯარიმდა.

„ორლანდოს“ საკადრო პრობლემები აქვს და გუნდს ფრანც ვაგნერი, ჯო ინგლსი, გარი ჰერისი და უენდელ კარტერ ჯუნიორი ვერ ეხმარებიან. მათ გარეშე დარჩენილ „მეჯიქს“ 21 ქულით მორიტც ვაგნერმა ულიდერა. ჯეილენ საგსს 20 ქულა ჰქონდა, პაოლო ბანკეროს - 18. „მინესოტას“ მხრიდან საუკეთესო კარლ-ენტონი თაუნსი იყო - 28 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა. რუდი გობერმა 21 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, მაიკ კონლიმ კი 11 ქულა და 10 პასი გაიფორმა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 21 მოგება და 16 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს გამართავს და თბილისის დროით, 05:00-ზე, „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუბლი სტენლი მენზოს კარში - არველაძის გამორჩეული მატჩი ბელგიაში
დუბლი სტენლი მენზოს კარში - არველაძის გამორჩეული მატჩი ბელგიაში