ენცო რაიოლა: “მენიოსთან შედარება? დონარუმა მსოფლიოში საუკეთესოა“
Aa
Aa

ენცო რაიოლა: “მენიოსთან შედარება? დონარუმა მსოფლიოში საუკეთესოა“

მინო რაიოლას გარდაცვალების შემდეგ, მის საქმიანობას საკუთარი შვილი ენცო რაიოლა ჩაუდგა სათავეში. ახლა ის დონარუმას და არაერთი ცნობილი ფეხბურთელის აგენტია.

რაიოლამ იტალიურ მედიასთან დონარუმასა და მაიკ მენიოს შესახებ ისაუბრა.

რა თქვა რაიოლამ?

„მაიკ მენიო შესანიშნავად გამოიყურება იტალიაში. ის ასევე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მეკარეა და ეს ბევრს ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყოდი, რომ ის დონარუმას განახლებული ვერსიაა. ახლა მათი შედარება შეუძლებელია.

„ჯიჯო“ ახლა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ამას ის მწვრთნელები ამბობენ, რომლებიც მასთან მუშაობდნენ. მათთვის დონარუმა უდიდესი ტალანტია. იცით? როდესაც ის 17 წლის იყო მადრიდის „რეალს“ სურდა მისი გადაბირება, მაგრამ დონარუმამ უარი განაცხადა და „მილანს“ უერთგულა.“

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა კარის დარაჯმა მიმდინარე სეზონში, „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 22-ჯერ მოირგო, 20 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტი გააფორმა - რონალდუ ჯუნიორი ალ ნასრის U15-ში ითამაშებს
კონტრაქტი გააფორმა - რონალდუ ჯუნიორი ალ ნასრის U15-ში ითამაშებს