ბაიერნი, პარი სენ ჟერმენი, ნორდი მუკიელე, იოზუა კიმიხი
Aa
Aa

თანხა პლუს ნორდი მუკიელე - პსჟ კიმიხისთვის ბრძოლას იწყებს

„პარი სენ ჟერმენის“ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნახევარდაცვის ხაზია. მარკო ვერატის წასვლით გამოწვეული დანაკლისი ლუის ენრიკემ ჯერჯერობით ვერ შეავსო.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’EQUIPE იუწყება, რომ ფრანგული გრანდის ოცნება იოზუა კიმიხის გადაბირებაა.

წყაროს ცნობით, „პარი სენ ჟერმენი“ სულ მალე ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს. ნასერ ალ-ხელაიფი ტრანსფერში ნორდი მუკიელეს ჩართვას გეგმავს, რომელიც დიდებულ ტალანტად ითვლება და პსჟ-ში 2022 წლიდან თამაშობს.

გამოცემა ვარაუდობს, რომ ფრანგულ გიგანტს მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ნეიმარის და მესის გადაბირება არ გაუჭირდა, კიმიხის შემთხვევა განსხვავებული იქნება. გერმანელ ნახევარმცველს სხვა ღირებულებები აქვს, რომელიც ერთგულებასთან ასოცირდება.

შეგახსენებთ, რომ კიმიხი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს. 2015 წლიდან დრემდე, იოზუამ „რეკორდმაისტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 367-ჯერ მოირგო, 41 გოლი გაიტანა და 100 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადებაიორი: “დროა ოსიმენი პრემიერ ლიგაში წავიდეს“
ადებაიორი: “დროა ოსიმენი პრემიერ ლიგაში წავიდეს“